საქართველო ტყის მდგრადი განვითარების სისტემის შექმნაზე მუშაობს

Read Time:41 Second

სატყეო სექტორის რეფორმის დოკუმენტი განიხილეს დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უცხოელ კოლეგებთან. ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის სატყეო კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ამ მიმართულებით ევროკავშირის გამოცდილება გაუზიარეს.

“2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“, რომელიც გაერთიანებული ერების ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელების პრინციპული ინსტრუმენტია, ავალდებულებს ქვეყანას სატყეო სექტორის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია 2016 წელს ძალაში შესული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც საქართველოს ევალება ტყის მდგრადი მართვის სისტემის შექმნა.

როგორც სამინისტროსი განმარტავენ, ეს პროცესი კი მოითხოვს კონკრეტული ქმედებების დროში გაწერასა და ღონისძიებების გატარებას, შედეგების მონიტორინგსა და ანგარიშგებას.

პროცესის თანმიმდევრულად წარმართვისთვის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით (GIZ), მუშავდება სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგიაა და სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგიის“ სამუშაო დოკუმენტზეც იმსჯელეს. შეხვედრას, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გერმანიაში სათამაშოების გამოფენაში 3 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას
Next post გიორგი კვირიკაშვილი: სამხედრო რეზერვის სისტემა შეიცვლება