მარტი 28, 2024
0 0
Read Time:53 Second

მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 672 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, 60 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

„4 672 პაციენტიდან 60 კრიტიკულია, აქედან 59 პაციენტი მართვითი სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე იმყოფება. მათგან ცხრა ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და 6 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

„კლინიკიდან გუშინ სამი პაციენტი გაეწერა, ასევე სამი დაემატა. მძიმე პაციენტების სიაში ექვსი ინფიცირებულია. არიან საყურადღებო პაციენტებიც. სტაციონარში მოთავსებული პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 553 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 66 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები