აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:44 Second

” გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას. საბოლოო ჯამში, პურზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა”, – თქვა მალხაზ დოლიძემ.

კომპანია “იფქლში” ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან „იფქლის“ დასახელების პურეული საქართველოს მაღაზიებში შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება და 10 თეთრით ძვირი ეღირება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო”, – თქვეს კომპანიაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები