მარტი 28, 2024
0 0
Read Time:31 Second

საქართველოში პური იაფდება. პურის მწარმოებელი კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები უკვე შეამცირა. თუმცა, ელოდებიან, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, პირველადი მოხმარების პროდუქტს კიდევ უფრო მეტი მწარმოებელი გააიაფებს.

„მსოფლიოში ხდება ხორბლის გაიაფება. ეს ძირითადად განპირობებულია რეგიონულად, მათ შორის ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებით. სტაბილურად მუშაობს უკრაინის დერეფანი, ანუ უკრაინის პორტებიდან გამოდის ხორბალი და მიეწოდება მსოფლიოს. შესაბამისად, ამან სტაბილიზაციის პირობა შექმნა. მეორე სერიოზული ფაქტორი არის ის, რომ რუსეთში არის ხორბლის ძალიან დიდი მოსავალი. შესაბამისად გადავსებულია საცავები. ფქვილი გაიაფდა დაახლოებით 10 ლარით. ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი აისახოს სუპერმარკეტებში და მარკეტებში, რომ მომხმარებლამდე მივიდეს ეს ფასი სწორად“, – განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები