საქართველოში აშშ-ის საელჩო – 70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა

Read Time:30 Second

70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას.

„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ მათ, ვინც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად დახოცეს და გადაასახლეს. ასევე, ვიხსენებთ კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასობით ათას მსხვერპლს.

70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას“, – აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა” – ვინ იყო გოდერძის როლის შემსრულებელი ფილმში “ჯარისკაცის მამა” და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება
Next post  დავით ქირია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია