საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს #1TVSPORT

Read Time:40 Second
2021 წლის 29 მარტს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის  ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა. სხდომას პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე თავმჯდომარის სტატუსით გაუძღვა. გამგეობის წევრებმა თავისი რიგებიდან გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს  გივი ჭიჭინაძე.

თორნიკე გოგებაშვილმა, რომელიც 2020 წლის აგვისტოდან ახორციელებდა  რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციებს, გამგეობის წევრებს წარუდგინა  კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში, რა დროსაც ისაუბრა კავშირის ფინანსურ მდგომარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე. ამის შემდეგ  იოსებ ტყემალაძემ გამგეობას მოახსენა თავისი ხედვის შესახებ, რომელიც ეხებოდა რაგბის კავშირის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას და შესთავაზა გამგეობის წევრებს ეფიქრათ  მის მიერ გაჟღერებულ პრობლემათა გადაჭრის გზებზე და სურვილის შემთხვევაში, განსახილველად წარმოედგინათ თავიანთი წინადადებები შემდგომ გამგეობის სხდომებზე.

გამგეობის სხდომამ  განიხილა  ასევე სხვა საკითხები, რომლებიც  ეხებოდა კავშირის ახალი წესდების პროექტს, განახლებული სადისციპლინო რეგულაციების მიღების საჭიროებას, კაცთა ლიგებში კოვიდ 19-თან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს, ინფრასტრუქტურულ საკითხებს, საფესტივალო ტურნირებს და ბავშვთა რაგბის საჭიროებებს საქართველოში, ბავშვთა რაგბის განვითარების ჭრილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჯაფარიძე: დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი
Next post ანრი ოხანაშვილი – ნიკა მელიას ადვოკატი რა შოუს დადგამს, ჩემი ინტერესის საგანი არ არის