საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა – 12:6 | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში

Read Time:27 Second

დღეს, თბილისის დროით 15:50 საათზე ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ჩვენი ნაკრების დიდი უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით – 12:6 დასრულდა.

ამ მატჩში გამარჯვებული მე-9-10 ადგილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გარანტირებული ჰქონდა. დღევანდლი წარმატებით კი ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვედრის რეალური შანსი გაჩნდა.

ჩვენი ნაკრების მომდვნო მატჩი 24 იანვარს გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები გერმანია-რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ბუდაპეშტიდან საქართველოს პირველი არხი გადასცემდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია დავოსში ხორვატ კოლეგას შეხვდა
Next post დიმიტრი ხუნდაძე – 2024-შიც უნდა გვქონდეს სულ მცირე შერეული საარჩევნო სისტემა, სადაც აუცილებელი იქნება მაჟორიტარული შემადგენელი