საქართველოს ნაკრების 8 ერში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იმართება

Read Time:27 Second

საქართველოს რაგბის კავშირი სახელმწიფოსთან ერთად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო რაგბთან საქართველოს ნაკრების 8 ერში მონაწილეობასთან დაკავშირებით – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა განაცხადა.

მისივე გნაცხადებით, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა რაიმე სიახლის შემთხევაში რაგბის კავშირი ინფორმაციას გაავრცელებს.

ნოემბერ-დეკემბერში ექვსი ერის ექსპერიმენტული ტურნირი ჩატარდება, რომელშიც 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ევროპული მედია საშუალებების ინფორმაციით ექსპერიმენტულ ტურნირში ერთ-ერთი მონაწილე საქარველოს მორაგბეთა ნაკრები იქნება.

8 ერის ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება. 8 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწლდება და ერთ წრედ ითამაშებს, 5 დეკემებერს ფინალური მატჩები გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს
Next post ოკუპირებული აფხაზეთიდან 50-მდე სტუდენტი ენგურის ხიდის გავლით გადმოვიდა