საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

Read Time:37 Second

სამინისტროს სისტემაში რეფორმების, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების ჩართვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრო ახალ პლატფორმას აფუძნებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გადაწყვეტილებით, უწყებასთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს; იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში კი, სწორედ ამ სამეცნიერო და საექსპერტო წინადადებების გათვალისწინება მოხდება.

სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით გასულ წელს დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, რომელიც ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. ჟურნალის მე-2 ნომრის პრეზენტაცია სიმბოლურად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართა.

საბჭოს შემადგენლობაში არიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის ხელმძღვანელები და პროფესორები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამაზ დავლაძე-თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო-მაშველები, რომლებიც ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობდნენ, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპნენ.
Next post ილია მეორე გუდაურში დაღუპულებზე – მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია – მათი უკვდავი სულებისთვის ლოცვებს აღვავლენთ