საქართველოდან ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს ცხოველების უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ.
2017 წელს ვაქცინირებულია: თურქულზე – 2 693 938 წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი; ჯილეხზე -1 075 832 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი; ცოფზე – 298 734 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი და კატა); ცხვრისა და თხის ყვავილზე – 814 246 წვრილფეხა პირუტყვი; წვრილფეხა პირუტყვის ჭირზე – 323 742 წვრილფეხა პირუტყვი; ნოდულარულ დერმატიტზე – 286 219 მსხვილფეხა პირუტყვი; ბრუცელოზზე – 234 158 მსხვილფეხა პირუტყვი; ყირიმ – კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 7 381 სული მსხვილფეხა პირუტყვი და 1 414 ცხოველის სადგომი.
პარალელურად მიმდინარეობს ბრუცელოზის, თურქულის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის და ცოფის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა).2017 წელს კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე აშენდა და ამოქმედდა 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი (ბიოუსაფრთხოების პუნქტი). მათი ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 5 პუნქტი (2 ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), სადაც ხორციელდება ვეტერინარული ზედამხედველობა ცხოველების გადარეკვაზე და პარაზიტების საწინააღმდეგოდ მათი უფასო დამუშავება. 2017 წელს დამუშავდა 6 844 მსხვილფეხა და 368 755 წვრილფეხა პირუტყვი.
2017 წელს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია: 311 758 სული მსხვილფეხა და 95 957 წვრილფეხა პირუტყვი.
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია: 432 305 მსხვილფეხა, 109 333 წვრილფეხა პირუტყვი და 62 845 სადგომი. ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამის ფარგლებში, 236 348 ბრუცელოზზე აცრილ მსხვილფეხა საქონელზე გაიცა შესაბამისი პასპორტი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად 2017 წელს ექსპორტირებულია 361 711 ცხვრის დაკლული ტანხორცი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (50 709) 7-ჯერ აღემატება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის – „PROMENT“ მონაწილე ქვეყნების უნივერისტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში"...
საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე COARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით წარსდგა
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგგარეშე შეკრება COARA-ს კოალიციის დამფუძნებლის, პროფესორ შტეფან ბერგმანსის ვიზიტს უკავშირდება. დღეს ჩვენ საშუალება გვექნება...
სამწუხარო ინფორმაცია – ცნობილი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა
69 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, თავდაპირველად, ირაკლი სუთიძის მეუღლემ, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიამ სოციალურ ქსელში...
კაკაბაძე: რა ისეთი კოლოსალური შავი ფულია ჩადებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აყირავების ოპერაციაში, რომ მათი ჩრდილიდან გამოყვანის მცდელობა ასეთ გაცოფებულ წინააღმდეგობას იწვევს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული - იქით ისრაელ-ირან-პალესტინის კონფლიქტი, აქეთ რუსეთ-უკრაინის გაჭიანურებული ომი,...
რა მდგომარეობაა თურქეთშუ სადაც ძლიერი 5,3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი...
ამინდი უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში...