საქართველოდან ღვინის ექსპორტი 11 პროცენტით გაიზარდა

Read Time:39 Second

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 75,6 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი, 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20 პროცენტით მეტია.

ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის, აშშ-ში, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ჩინეთი.

ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ლატვია, აშშ, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი ბრენდი, მსოფლიოს 27 ქვეყანაში კი, ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი ჭაჭა.

მთლიანად საანგარიშო პერიოდში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა თანხამ 284 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ცქიტიშვილი: ბიზნესმენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ
Next post ესტონურ მოდელზე დაყრდნობით ახალი პროფესიული პროგრამა შემუშავდა