აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:40 Second

საქართველოდან, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, მსოფლიოს 26 ქვეყანაში 360 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 43 პროცენტით გაიზარდა. სულ ექსპორტირებულია 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 32 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9 პროცენტით აღემატება გასული წლის 11 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 36,4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 3 პროცენტი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინის(0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 11 პროცენტით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 281 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები