საქართველოდან ექსპორტზე 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს

Read Time:37 Second

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

ქარხანას უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა კვლავ გრძელდება. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, უკვე ექსპორტირებულია 35 435 ტონა, რაც გასულ წელთან შედარებით 22% -ით მეტია.

„პანდემიის მიუხედავად, რეალიზებულია 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. ექსპორტზე გატანილია 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი. გრძელდება სუბსიდირების პროგრამა არასტანდარტულ მანდარინთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ თვის ბოლომდე შევძლებთ როგორც ლოჯისტიკის, ასევე რეალიზაციის და ექსპორტის ნაწილში ყველა ფერმერს მივცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მოახდინოს მოწეული მოსავლის დაბინავება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბულგარეთში ბავშვი СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებით დაიბადა
Next post ლევან იოსელიანი: გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად განვიხილოთ