მარტი 28, 2024
0 0
Read Time:42 Second
მანქანების ყიდვა - გაყიდვა

2018 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 40 397ავტომანქანა გავიდა, რაც 90,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 44,2%-ით მთლიანი წლის სტატისტიკასთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ზრდა ფიქსირდება ფულად შემოსავლებშიც – 2018 წლის 10 თვეში რეექსპორტიდან შემოსავალი 131,7 მლნ დოლარით, დაახლოებით 80%-ით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 517,7 მლნ. დოლარამდე შემცირდა, 2015 წელს ავტომობილების რეექსპორტმა 179,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 294 607.9 ათასი ლარის 40 397 ერთეული ავტომანქანა გავიდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მხოლოდ 12 159 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ჯამში 131 634,1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების.

მსუბუქი ავტომანქანების რეექსპორტით პირველ ადგილზეა სომხეთი, მეორეზე აზერბაიჯანი, მესამეზე უკრაინა, მეოთხეზე რუსეთი, მეხუთეზე კი ყირგიზეთი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები