საფრანგეთში ქართული ქვევრის ღვინის კულტურას გაეცნენ

Read Time:59 Second

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში – ქალაქ ანჟეში „Les Penitentes“-ში და ქალაქ სომურში ‘’La Dive Boutteille”-ში.

„La Dive Boutteille” ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში, რომელსაც ცნობილი ფრანგი მეღვინეები მასპინძლობენ. გამოფენა იზიდავს ღვინის იმპორტიორებსა და პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ნატურალური ღვინოს სპეციალისტები არიან.

„Les Penitentes“-ში ტრადიციულად მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ,,ნატურალური“ ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ. წელს ქართულ სტენდს მსოფლიოში ცნობლი ღვინის ექსპერტი და ღვინის საერთაშორისო მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი ეწვია.

Les Penitentes“ და “La Dive Boutteille” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა. წელს ქართული ღვინო მერვედ იყო წარმოდგენილი. წინა წლებში მონაწილეობამ დიდი წარმატება და ახალი კონტრაქტები მოუტანა ქართველ მეღვინეებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „იაგოს ღვინო“, „მანდილი“, „ხოხბის ცრემლები“, „მარანი ლაგაზი“, „გოგო ვაინი/ართანული ღვინო“, „კორტავების მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“, „ოქროს ღვინო“.

გამოფენების დასრულების შემდეგ, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამ დღეებში გაიმართება ნანტში, რენიში და ლორიანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, 2017 წელს საქართველოდან 100 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 178%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2017 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა შემცირდა
Next post მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება ერთ დღეში 114 მილიარდი დოლარით შემცირდა