მარტი 28, 2024
0 0
Read Time:46 Second

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.

8 დეკემბერს საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნიკოლა სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი წლიდან ორ წელს ბრალდების მხარე პირობითი სასჯელის სახით ითხოვს.

ნიკოლა სარკოზისა და მის ადვოკატს, ტიერი ერზოგს ბრალად ედებათ ყოფილი მოსამართლის, ჟილბერ აზიბერის მოქრთამვის მცდელობა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი, ტიერი ერზოგი ჟილბერ აზიბერის მოქრთამვას ცდილობდნენ და ლილიან ბეტანკურის მიერ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სანაცვლოდ მას მონაკოში პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობდნენ.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში გამომძიებლებმა ნიკოლა სარკოზის სატელეფონო საუბრების მოსმენა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ნიკოლა სარკოზი თავის ადვოკატს სხვა სახელზე დარეგისტრირებული მობილური ტელეფონებით ესაუბრებოდა.

ნიკოლა სარკოზი უარყოფს აღნიშნულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა. ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2007 წლიდან 2012 წლამდე ეკავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები