სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

Read Time:33 Second

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ყოველდღიურად ხორციელდება“, – განაცხადა პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციამ.

ორგანიზაციის მონაცემებით, 25 მარტისთვის საპროტესტო აქციებზე 320 ადამიანი დაიღუპა. აქციებზე მოკლული ადამიანების 25%-ს სასიკვდილო ჭრილობა თავში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

24 მარტს მიანმარში სამთავრობო ძალებმა 7 წლის ბავშვი მოკლეს. სამხედროები საპროტესტო აქციების მონაწილეთა სახლებში რეიდს ატარებდნენ. გოგონას მშობლებმა კი მათ კარი არ გაუღეს, ძალოვნებმა ცეცხლი გახსნეს, ნასროლი ტყვია 7 წლის ბავშვს მოხვდა.

მიანმარში 1-ელ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. სამთავრობო ძალები დემონსტრაციებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არბევენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიანმარის გადატრიალების ლიდერებს სანქციები უკვე დაუწესეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს
Next post ,,ერთ რამეს მივხვდი! დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო-დღეს გურამ დოჩანაშვილი 84 წლის გახდა