სამი ქართველი სამხედრო „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნატოს მედლებით დაჯილდოვდა

Read Time:1 Minute, 7 Second

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით წარმოებული „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნატოს მედლებით უმწიკვლო სამსახურისათვის (NATO Meritorious Service Medal) გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე და კაპიტანი ილია ცაბაძე დააჯილდოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში ქალაქ ქაბულში, უსაფრთხოების საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე იყო მივლენილი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არაწევრი ქვეყნის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა მისიის სამხედრო მართვის რგოლში უმაღლესი თანამდებობა დაიკავა. გენერალმა ჯანჯღავამ ღირსეულად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და ალიანსის საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებითა და დაცვით, მრავალეროვნულ გუნდში გამორჩეულად წარმართა თავისი ხელმძღვანელობის პერიოდი.

ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მაღალი პროფესიონალური სტანდარტით შეასრულა მასზე დაკისრებული ურთულესი ამოცანები, წარმატებით უხელმძღვანელა დაქვემდებარებულ 43-ე ქვეით ბატალიონს საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში.

აღსანიშნავია კაპიტან ილია ცაბაძის დამსახურება ქართველი სამშვიდობოების საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის პერიოდში. ბაზის დაცვის ოპერატიული ცენტრის ბრძოლის კაპიტანი ცაბაძე ხელმძღვანელობდა საბრძოლო ასეულის ერთ-ერთ გათვლას, რომელიც განთავსებული იყო სამხედრო ბაზის პერიმეტრზე და როგორც კოალიციური ძალების ნაწილი, უზრუნველყოფდა მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბის ბანაკის უსაფრთხოებას.

ქართველმა სამხედრო ოფიცრებმა თავიანთი გამორჩეული სამსახურით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო არის ალიანსის ღირსეული და სანდო პარტნიორი და წევრი ქვეყნების თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ღირებულებებისა და ფასეულობების შესაბამისად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ია
Next post გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს