მარტი 29, 2024
0 0
Read Time:25 Second

აივენგო რიკაძე (82 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – იონ კორნიანუსა და ლადისლაუ სიმონის მემორიალზე ჩემპიონები გახდნენ, – ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

უმაღლესი სინჯის მედლისთვის მათ გარდა, გელა ბოლქვაძესაც (77 კგ) უნდა ებრძოლა, მაგრამ ტრავმის გამო აღარ უჭიდავია.

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დასრულდა – გობაძემ თორნიკე ძამაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და ვალერიან მურვანიძე (97 კგ).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, საერთო გუნდურ ჩათვლაში, მეორე ადგილი დაიკავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები