აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 17 Second

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედლი მოიპოვეს – 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
მედლების ანგარიში გახსნა ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ. მან 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში მესამე შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს ჯილდო მიიღო.
პარალელურად, ძიუდოისტთა ტურნირზე მედლები გაითამაშეს 100 კგ წონის სპორტსმენებმა. აქ საქართველოს ღირსებას იცავდა ილია სულამანიძე, რომელმაც ბუენოს აირესის ტატამზე 4 ბრძოლა გამართა. სულამანიძემ ფინალამდე სლოვენიელი, არგენტინელი და თურქი მეტოქეები დაჯაბნა, საჩემპიონო შევედრა კი დამატებით დროში დათმო ყაზახ ბეკარის სადუაკასთან. 17 წლის ტყიბულელ ძიუდოისტს ოლიმპიადის ვერცხლის ჯილდო გადაეცა, რაც მის სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდი წარმატებაა.
ჩვენს სპორტულ დელეგაციას მესამე მედალი მოუტანა ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ (69 კგ). მან 134 კგ იტაცა, 154 აკრა ორჭიდში კი 288 კგ დაუგროვდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ვერცხლის მედლის მოსაპოვებლად.
ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა ჩოგბურთელმა ანა მაქაცარიამ. მან 9 ოქტომბერს შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში არუბელ პატრიკ სიდოუთან ერთდ ითამაშა იაპონელთა წინააღმდეგ. მაქაცარია-სიდოუს წყვილი 0:6, 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მხატვრულმა ტამოვარჯიშეებმა ძალები მოსინჯეს ორ დისციპლინაში. რგოლით და ბურთით ვარჯიშის შემდეგ მერვე შედეგი აქვს ქეთევან არბოლიშვილს.
9 ოქტომბერი საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის სამწუხარო ინციდენტით დაიწყო. დილის 9 საათისთვის დანიშნულ სლოვენიასთან სასტარტო მატჩზე დროულდ ვერ გამოცხადდა სამკაცა კალთბურთელთა ნაკრები. რამდენიმეწუთიან დაგვიანებას ჩვენი გუნდის დისკვალიფიკაცია მოჰყვა. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საცობი პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს გუნდის მწვრთნელს, ოლიმპიური მისიის და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, რომელთა უყურადღებობამ ასეთი სავალალო შედეგი მოიტანა.
მიუხედავად საგანგებო ვითარებისა, საქართველოს ნაკრებმა ორსაათნახევრის შემდეგ დანიშნული მეორე მატჩისთვის შეძლო ძალების მოკრება და დიდი უპირატესობით აჯობა იორდანიის გუნდს – 21:4. ქართველები ბოლო 2 ჯგუფურ შეხვედრას 13 ოქტომბერს თურქმენი და ჩინელი კალათბურთელების წინააღმდეგ გამართავენ და ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, მერვედფინალში გასვლის შანსი აქვთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები