სალომე ფაჟავამ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა

Read Time:29 Second

ქართველმა მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ ის Instagram-ის გვერდზე წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოფიციალურად ვასრულებ კარიერას. შევასრულე ჩემი მისია ელიტურ სპორტში, ახლა კი დადგა დრო, დავტოვო ძველი გზა და სხვა სფეროებში განვითარება დავიწყო. მადლობა ყველას სიყარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს სალომე ფაჟავა.

სალომე ფაჟავამ საქართველოს სახელით ორ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. 2016 წელს რიო დე ჟანეიროში მან მე-14 ადგილი დაიკავა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე კი მე-17 შედეგი დააფიქსირა.

2015 წლის ევროპულ თამაშებზე სალომე ფაჟავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე გახდა ისტორიაში, რომელიც კონტინენტურ პირველობაზე მედალს დაეუფლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს
Next post პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს აქვეყნებს