სალომე ზურაბიშვილი: ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, არა და არასდროს

Read Time:34 Second

დღეს ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, არა და არასდროს, იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, სააკაშვილს არ შეიწყალებს, რადგან ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დაავიწყდება და არც იმ ადამიანების, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო.

„ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი – მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რაც მამოძრავებდა, როდესაც ვიბრძოდით ერთად შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესსა და კანონს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტი: ტყუილად ნურავინ იმუქრება – არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს
Next post ირაკლი ბერაია სააკაშვილის დაკავებაზე: დღევანდელი დღე, მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლებით, ძლიერი პრემიერ-მინისტრით სათავეში