საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას გამორიცხავს.

Read Time:46 Second

საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას გამორიცხავს.

„უმრავლესობა დავტოვე, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვუერთდები არც ერთ პოლიტიკურ ძალას, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მაჟორიტარი, ამ ეტაპზე ჩემთვის უფრო კომფორტული იქნება იმ პასუხისმგებლობების და ვალდებულებების შესრულება, რაც მაქვს მოსახლეობის წინაშე. ჯერჯერობით ვაგრძელებ მუშაობას დამოუკიდებელ რეჟიმში, შემდეგ ვნახოთ. ჯერ გარკვეულ გადაჯგუფებაზე ჩემი მხრიდან საუბარი ნაადრევია.

მიუხედავად იმისა, რომ დისკურსი ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ძლიერია, ზოგადად მოთხოვნილება მესამე ძალის არის საკმაოდ დიდი და ამისთვის არის ვრცელი არეალი. საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ მოახერხებს თავისი თავის შეთავაზებას მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რომ მოძველებული დღის წესრიგით, ლანძღვით, არაოპონირების რეჟიმით, ამის გაკეთება ცუდიცაა და შეუძლებელიც, რადგან მოსახლეობა ითხოვს სხვას. მოსახლეობა ითხოვს საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოსახლეობას აინტერესებს ვის როგორ შეუძლია მის წინაშე არსებული ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტა”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ქართული ოცნება“ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურას წარადგენს
Next post ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი