აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:58 Second

მთავრობის სხდომაზე საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე IT კომპანიები, რადგან ეს ორივე მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის.

„შემდეგი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, ის საგადასახადო შეღავათებია, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ 2019 წლიდან. მაშინ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, რომელიც გვაძლევს დღეს შესაძლებლობას, კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიების სტატუსს მივანიჭებთ, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე, მოგების გადასახადის შეღავათები. დაახლოებით, ეს მცირდება 5%-მდე.

რატომ არის ეს დღეს ასე მნიშვნელოვანი – იმიტომ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში, გლობალური ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს, მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოდან იმუშაონ.

ძირითადად, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვიმსჯელებთ, რომელი დარგების, რომელი მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად – პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე IT კომპანიები – მოგეხსენებათ, ეს ორივე მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის, რადგან ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიის სექტორია, ისევე როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც სრულად არის ასამუშავებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები