„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა – გამოკითხული მოსახლეობის 55% სრულად ენდობა ეკლესიას ან რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს

Read Time:25 Second

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგად ცნობილი ხდება, რომ გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 55% სრულად ენდობა ეკლესიას ან რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს.

კითხვაზე, რამდენად ენდობით ან არ ენდობით ეკლესიას, 19% პასუხობს, რომ უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა, 17% ნაწილობრივ ენდობა ან არ ენდობა, 4 % საერთოდ არ ენდობა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი, კვლევის ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართული ღვინის ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა
Next post ირაკლი კოვზანაძე – „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული თემა უნდა დაიხუროს