სადილი იზოლაციაში – მაგიდა ორ აივანზე

Read Time:27 Second

სადილი იტალიაში კორონავირუსის დროს” – ასე დაასათაურა იტალიურმა გამოცემა “ილ რესტო დელ კარლინომ” ფოტო, რომელიც დღეს, 29 მარტსაა გადაღებული, იტალიის სამხრეთში, ფერმოს პროვინციაში მდებარე პატარა ისტორიულ ქალაქ პორტო სან ჯორჯოში.

„პატარა ისტორიულ ქალაქებში ჯერ კიდევაა შემორჩენილი კეთილმეზობლური ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებისათვის განსაკუთრებით რთულია იზოლაციის პერიოდი. ადამიანებს არ შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად ისადილონ.

პორტო სან ჯორჯოში ეს პრობლემა ასე მოაგვარეს. ორ აივანზე, რომელიც ერთმანეთთან ახლოს იყო, ხის მაგიდა დადგეს. ასე სავალდებული დისტანციაც დაცული იყო, ხოლო მეგობრებმა კვირა დღეს ერთად სადილობა შეძლეს,“ – წერს გამოცემა.

იზოლაციაში სადილის ამსახველი ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურჯაანში სტადიონზე ფეხბურთის თამაშისთვის 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს
Next post საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე რაგბის ემშვიდობება