მარტი 28, 2024
0 0
Read Time:47 Second
ივერი მელაშვილს ვუთხარი, რომ მივცემდი რუკას, რომლითაც საგარეჯოს რაიონში საზღვრის დადგენისას უნდა ეხელმძღვანელა, მან კი ეს რუკა აღარ დამიბრუნა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საგარეჯოს რაიონის ყოფილმა მიწათმომწყობმა, ალექსადრე მათიაშვილმა განაცხადა.
„ივერი მელაშვილს დავურეკე და ვუთხარი, – ჩამობრძანდი, საზღვრის დადგენაში რომ არ შეცდე, მე მოგცემ რუკას, რომლითაც საგარეჯოს რაიონში უნდა იხელმძღვანელო, ოღონდ ეს რუკა არ დამიკარგო. ჩამოვიდა და გავუშალე ეს რუკა. ნახა და მითხრა, – მართალი ხარო, ეს უნიკალური რუკაა. იმ რუკით კიდევ უფრო იქით გადადიოდა საზღვარი, აზერბაიჯანისკენ. ეს რუკა ჩაყლაპა მელაშვილმა, სად წაიღო, ღმერთმა იცის“ – აცხადებს ალექსანდრე მათიაშვილი.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები