საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული ოკუპაცია ათენში გააპროტესტეს

Read Time:24 Second

საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა სინტაგმას მოედანზე აქცია გამართეს. მათ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაგმეს და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს უკრაინელმა ემიგრანტებმაც. ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა პეტიციას მოაწერეს ხელი, რომელიც ევროსტრუქტურებს გადაეგზავნება.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხი რუსეთის აგრესიას, ადამიანების გატეცებას და წამებას არ შეეგუება.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართული მხარისთვის ჯერ არ გადაუციათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქციის დროს პოლიციამ ექვსი პირი დააკავა
Next post ნიკა გვარამია: გიორგი გაბუნიას საყვედური გამოვუცხადეთ