მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 41 Second

ტელევიზორში ვისმენთ, რომ მედმუშაკები სავარაუდოდ შევლენ „მაგნიტსკის სიაში“, დასაჭერ სიაში და ა.შ. პაციენტს (სააკაშვილს) ჰქონდა ჩართული ტელევიზორი, ვუზომავდი წნევას, როცა შემოტრიალდა ჩემკენ და თქვა – აი, ნონა დავიჭიროთ, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა ნონა პანტიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მედდა ყვება, ეს მისთვის სტრესული იყო. ასევე, მან ისაუბრა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ მისი პირადი მონაცემების გამოკითხვასთან დაკავშირებით.

„მე ვარ ის ექთანი, ვიზეც „ფეისბუქზე“ დაწერა ქალბატონმა ნინომ. შეკითხვა იყო სასამართლოზეც, სადაც მე ვუპასუხე ბატონ შალვა ხაჭაპურიძეს, რომ მისგან კონკრეტულად მუქარა არ ყოფილა, მაგრამ წარმოიდგინეთ მორიგე ექთანი, რომელიც შედის პაციენტთან წნევის გასაზომად, ყველა არხი ატრიალებს ერთსა და იმავეს, რომ მედმუშაკები სავარაუდოდ შევლენ „მაგნიტსკის სიაში“, დასაჭერ სიაში და ა.შ. პაციენტს ჰქონდა ჩართული ტელევიზორი, აღარ მახსოვს, რომელი არხი იყო, ვუზომავდი წნევას, როცა პაციენტი შემოტრიალდა ჩემკენ და თქვა – აი, ნონა დავიჭიროთ. ეს ჩემთვის იყო სტრესი, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, გავუშვი წნევის აპარატს ხელი და ვკითხე კიდეც, რატომ?

ჩემთვის ძალიან გაუგებარია, ეს რას ნიშნავდა, რადგან დილით, როცა გადავაბარე ცვლა და მოვიდა მეორე მორიგე ექთანი, ჩემი მორიგეობის სამუშაო საათი დამთავრებული იყო, მორიგე ექთანმა მითხრა, პაციენტი გეძახისო. მე რატომ უნდა დამიძახოს, ხომ იცის, რომ უკვე შენ ხარ მორიგე-მეთქი, არ ვიცი, შედი, პაციენტი გეძახისო. როცა პალატაში შევედი, ბატონი მიხეილი დამხვდა ბატონ შალვასთან ერთად. ვიყავი გაოცებული, რატომ დამიძახებდა პაციენტმა არასამუშაო საათებში. ბატონმა შალვამ იკითხა ჩემი გვარი. როცა გავეცი პასუხი, შემდეგი შეკითხვა იყო, სადაური ხარ? ამ შეკიხვაზე პასუხი არ გამიცია. ცოტა ხნის შემდეგ იკითხა ჩემი მობილურის ნომერი. ვუპასუხე ტელეფონის ნომერი, მაგრამ ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, სავარაუდოდ ვერ ვუპასუხებდი, რადგან ბევრი უცხო ზარი შემოდის ჩემს მობილურზე და არ ვპასუხობ, თუ არ დაიწერა სახელი, რაზეც ბატონმა შალვამ მიპასუხა, არაუშავს, მე მოგწერ მესიჯადო. რისთვის-მეთქი? იმიტომ, რომ შენ ხარ შეყვანილი სასამართლოზე დასაკითხ სიაში. ცოტა გაუგებარი იყო, რა მიზეზით უნდა წავსულიყავი სასამართლოზე დასაკითხად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა.

კითხვაზე, „რამდენად თავისუფლად გრძნობდით თავს და სასამართლოზე თქვით ყველაფერი, რაც გინდოდათ, რომ გეთქვათ“, – ნონა პანტიაშვილი პასუხობს: „სამწუხაროდ, ყველაფერი სასამართლოზე არ მითქვამს, თავისუფლად როგორ უნდა ვყოფილყავი პროცესზე, როცა ტელევიზორში ყოველდღე ვისმენთ ერთსა და იმავეს, რომ გვიცხადებენ უნდობლობას, დაგვიჭერენ, სიაში შეგვიყვანენ და ა.შ. მე არ შემიძლია მუშაობა იქ, სადაც არ მენდობიან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები