აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:21 Second

23 რუსი დიპლომატი ბრიტანეთს ტოვებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით დიპლომატებმა საელჩოს შენობა უკვე დაცალეს.

რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რამდენიმე დღის წინ მიიღო, მიზეზი კი, ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაა. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. ოფიციალურმა მოსკოვმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ანალოგიური ზომებით უპასუხა – რუსეთს ბრიტანელი დიპლომატებიც დატოვებენ. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოსკოვიდან კვირის ბოლომდე გაემგზავრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები