რუსთავში სახურავზე მხოლოდ ერთი ადამიანის ფეხსაცმლის ანაბეჭდი იპოვეს

Read Time:24 Second

 

რუსთავში სახურავიდან გადავარდნილი 13 წლის გოგო გარდაიცვალა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივი მცხოვრებლები მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის თანახმად, 13 წლის მოზარდი ფოტოს გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა.

მეორე ვერსიით კი ორ გოგოსთან ერთად, სახურავზე სხვა მოზარდებიც იყვნენ. მეზობლების თქმით, მათ გაიგეს შელაპარაკების ხმა და აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ სახურავზე ბიჭებიც იყვნენ.

ექსპერტ-კრიმინალისტები კი “ქრონიკასთან” ამბობენ, რომ სახურავის კიდეზე ერთი ადამიანის ფეხის ანაბეჭდი ამოიღეს და ეს ერთი ფეხსაცმლის კვალია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საფრანგეთის ფერმაში მელია სავარაუდოდ ქათმებმა მოკლეს
Next post ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის #1-ში სასტუმროს აშენება ჩვენთვის მისაღები არ არის – კახა კალაძე