0
0
Read Time:20 Second
სმარტფონების რუსულმა მწარმოებელმა Caviar-მა „მეფე-ტელეფონი“ გამოუშვა. მობილური ტელეფონის მოდელი „ოქროს ვლადიმირი“, რუსეთში ქრისტიანობის გამავრცელებელ მეფე ვლადიმირს ეძღვნება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სმარტფონის კორპუსი ოქროთია დაფარული. ზედაპირზე კი რუსული ორნამენტების ფონზე მართლმადიდებლური ჯვარია ამოტვიფრული.
„ოქროს ვლადიმირის“ ღირებულება დაახლოებით 4,492 ლარია (279,000 რუბლი).
Caviar-მა ამავე სერიის მეორე სმარტფონიც წარადგინა, რომელიც შავ ფერშია გადაწყვეტილი და გარეკანის დიზაინი ოქროს მაგიერ შავი ტყავით არის შეცვლილი
About Post Author
ქეთევან ნინუა
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge
ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში
კონტაქტი-
☎️ 557 13 16 73