მარტი 29, 2024
0 0
Read Time:22 Second

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის რეგიონში, კრივოი როგის რაიონზე „ურაგანის“ სარაკეტო სისტემით განხორციელებული იერიშის შედეგად ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი კი, დაშავდა.

„ურაგანის“ სისტემით დაბომბეს რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონის ქალაქი ჩუგუევი. სარაკეტო დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რომელიც დაბომბვის დროს საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი პოზიციების გამაგრებას უკრაინის სამხრეთში და ამზადებენ კონტრშეტევას ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მისასვლელად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები