რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს

Read Time:27 Second

რუსეთი, ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„2022 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ დიპლომატიური არხებით ოფიციალურად აცნობა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით ტოვებს ინსპექტირების საქმიანობას, სტარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მის ობიექტებზე, რომლებიც ამ ხელშეკრულებით ექვემდებარება ინსპექტირებას. ეს ასევე ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებზეც შეიძლება ჩატარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურები“,- ნათქვამია განცხადებაში.

ორმხრივი შეთანხმება, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ, ითვალისწინებს თითოეული მხარის მიერ ბირთვული ქობინების შემცირებას. შეთანხმება 1991 წლიდან მოქმედებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ირაკლი ღარიბაშვილი იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი
Next post ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი მიზანია, რომ ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესს ჩრდილი მიადგეს