რომან გოცირიძე – პლებისციტი შეიძლება, განხილული იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად

Read Time:45 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პლებისციტი შეიძლება, განხილული იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად.

„დღეს ლაპარაკი მიდის ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე. დაწყებული საარჩევნო კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შეცვლით და დამთავრებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით. ყოველივე ამ გადაწყვეტილების წინაპირობა უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება პოლიტპატიმრების, გიორგი რურუასა და ნიკა მელიასი.

ამიტომ ამოგლეჯილად საკითხებზე მსჯელობა დღეს არ ხდება, მთელი პროცესი უნდა წავიდეს იქითკენ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. პლებისციტი შეიძლება განხილული იქნას ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელია ექვსივე პუნქტის შესრულება.

„ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა ქვეყანაში ჩატარდეს გაუყალბებელი, თავისუფალი არჩევნები. ამისთვის საჭიროა იმ ექვსი პუნქტის შესრულება, რომელიც არის განხილვის საგანი და რომლის შემდეგაც უნდა განხორციელდეს საკანონდებლო ცვლილებები და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების, შავი ფულისა და სხვადასხვა მანიპულაციების გამოყენება. ამიტომ ახლა მთელი ძალისხმევა უნდა მიემართოს იქითკენ, რომ ექვსივე პუნქტი შესრულდეს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ჩათვლით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ნაცვლიშვილი: ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა – გაიზიარა
Next post ვასილ მაღლაფერიძე: ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ