როენა ხუცურაული აცხადებს, რომ სასტუმრო „მამიდას“ ადგილზე კათარზისის გახსნას გეგმავდა

Read Time:25 Second

როენა ხუცურაული აცხადებს, რომ სასტუმრო „მამიდას“ ადგილზე კათარზისის გახსნას გეგმავდა.

როგორც როენა ხუცურაულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ფართი მიაქირავა ზინაიდა ქორიძეს და გეგმავდა მისთვის ხელშეკრულების გაუქმებას, რადგაც ქირას ვერ იხდიდა.

ბრალდების მხარე როენა ხუცურაულისა და ზინაიდა ქორისძისთვის პატიმრობას ითხოვს. პროკურორის განმარტებით, როენა ხუცურაულმა ზინაიდა ქორიძეს ფართი პროსტიტუციისთვის გადასცა.

დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებისგან დამალვას არ გეგმავს, სასამართლოს კი გირაოს სახით 20 ათას ლარს სთავაზობს.

სასამართლოზე დაცვის მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოშია
Next post 6 თვის ჩვილი მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს