როგორ მზადდება მეგრული ცხარე კუჭმაჭი და საუკეთესო ღვინო, რომელიც მას უნდა შეუხამოთ

Read Time:1 Minute, 11 Second

მეგრული კუჭმაჭი ქართული კულინარიის იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც უცხოელებსაც ძალიან მოსწონთ. ამ კერძს სეზონურობა არ ზღუდავს და წელიწადის ნებისმიერ დროს გეახლებიან. მნიშვნელოვანია, რომ კუჭმაჭს მისაყოლებლადაც მეგრული ღვინო უხდება. თუმცა, ჯერ მოდით კერძის მომზადება განვიხილოთ.

ინგრედიენტები:

საქონლის გულ-ღვიძლი 1 კგ
ხახვი 5 თავი
ქინძი
ბროწეული
კუჭმნაჭის სანელებელი გემოვნებით
მარილი
სანელებელი
წითელი წიწაკა 1-2 ცალი
ქინძის მარცვლები 1 ს.კ
უცხო სუნელი 2 ს.კ
ქონდარი 1/2 ჩ.კ
ნიორი 5-7 კბილი
მარილი

საქონლის შიგნეული გავრეცხოთ ძალიან კარგად, მოვათავსოთ დიდ ქვაბში, დავასხათ წყალი. შესაძლოა, წყლის ნაცვლად ცოტა ღვინო გამოვიყენოთ და ცეცხლზე შემოვდგათ. რომ მოიხარშება (ხარშვის დროს მოქაფვა აუცილებელია!), გადმოვიღებთ და შეგრილებას ვაცლით.

მერე უნდა მოვიმარჯვოთ მჭრელი დანები და მოხარშული შიგნეულობა დავკუწოთ ან სასურველ ზომაზე დავჭრათ.

წინასწარ მზადდება სანელებელი (სუნელი) – წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და 30 წუთით ჩავყაროთ ანადუღარ და გაცივებულ წყალში, გადავწუროთ, დავუმატოთ ნიორი, მარილი და დავნაყოთ კარგად. მიღებულ მასას დავუმატოთ ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი და ისევ დავნაყოთ. უნდა მივიღოთ პლასტილინის კონსისტენციის მასა. (შეიძლება ოდნავ სითხეც მოიყენოს).

ამ წესით, ოღონდ ქონდრის გარეშე, მომზადებული აჯიკა შეგვიძლია ნებისმიერი ხორციანი კერძისთვის გამოვიყენოთ. ინახება მინის ქილაში დიდი ხნით. ამ სანელებლით შევაზავებთ კუჭმაჭის გამზადებულ მასალას – გულმოდგინედ და დინჯად, რადგან სუნელი ხორცის ყველა ნაწილს უნდა მოხვდეს.

ღრმა და სქელძირიან ქვაბში ავადუღებთ ქონს ან კარაქს, ჩავყრით შიგ ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს. როცა გაოქროსფრდება, ჩავუმატებთ ღვინოს, გამზადებულ ხორცის მასას, მოვურევთ და ქვაბის თავსახურს მჭიდროდ დავაფარებთ (ცეცხლი შეძლებისდაგვარად დაბალი უნდა იყოს). კარგად რომ გაცხელდება, მზადაა. მზა კერძს მოვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს და ბროწეულს.

allwine.ge

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post
Next post სამეფო კერძი: ფენოვან ცომში გამომცხვარი ორაგული და ციცქა-ცოლიკოური