როგორ გავიგოთ რომ ბავშვი აუტისტია. 10 შესაძლო ნიშანი

Read Time:49 Second

ზოგჯერ მშობლებს ყურადღების მიღმა რჩებათ ის ნიშნები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს აქვთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე შესაძლო ნიშანს, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ახასიათებთ. თუ მათგან ზოგიერთს ამოიცნობთ, ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ თქვენ შვილს აუტისტური სპექტრი აქვს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

10 ნიშანი, რომელიც შესაძლოა თქვენი ბავშვის აუტისტურ სპექტრზე მიუთითებდეს:

1. ბავშვი არ რეაგირებს თავის სახელზე 12 თვემდე;

2. 14 თვემდე არ მიგითითებთ და გაჩვენებთ საგნებს, რომლებიც შეიძლება მის ინტერესს იწვევდნენ;

3. არ თამაშობს “ვითომ-ვითომ” (მაგალითად არ აჭმევს თოჯინას) 18 თვემდე;

4. არ ლაპარაკობს 2 წლამდე;

5. გაურბის თვალებით კონტაქტს;

6. სიტყვებს ან ფრაზებს გამუდმებით იმეორებს ისე, რომ ამით ადამიანებს არ მიმართავს;

7. არ იძლევა ხელში აყვანის, ჩახუტების ან კოცნის უფლებას – არც მშობლებთან, არც სხვა ადამიანებთან;

8. ბრაზდება მცირეოდენ და მოულოდნელ ცვლილებაზე, მაგალითად როდესაც უფროსი მის თამაშში ჩართვას ცდილობს;

9. ურჩევნია მარტოობა, არ ავლენს სხვა ბავშვებთან თამაშის ინტერესს;

10. ხშირად აკეთებს განმეორებად ქმედებებს, დიდხანს უყურებს ერთსა და იმავე საგანს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – როცა ვნახე კადრები, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი
Next post ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში ATP-ს რეიტინგის ყველაზე მაღალ საფეხურზე აღმოჩნდა