როგორი სახელმძღვანელოები დახვდებათ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

Read Time:1 Minute, 9 Second

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია I-VI კლასებისთვის გრიფირებაზე შესული სახელმძღვანელოების მდგომარეობას edu.aris.ge-სთან განმარტავს.

მისი განცხადებით, სახელმძღვანელოები, რომლებმაც გადალახა გრიფირება, არც ერთი ცუდი არაა, თუმცა „მათ შორის არის ძალიან კარგები და ნაკლებად კარგები“.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა პედაგოგთა უარყოფით შეფასებას სახელმძღვანელოების შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.

“სახელმძღვანელო ფასდება 40-მდე კრიტერიუმით, რომელიც განსაზღვრულია „ეროვნული სასწავლო გეგმით“ და ყველა სახელმძღვანელოს აფასებს მინიმუმ სამი პედაგოგი. ამიტომ, როცა შენ, შენი კოლეგების ნამუშევარს ბრტყლად აფასებ რომ კარგია, ცუდია,  ეს უკვე არაკომპეტენტური შეფასებაა”,- განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოებს, სპეციალურად შერჩეული სამი პედაგოგი აფასებს და აფასებს ყველა კრიტერიუმით.

„სახელმძღვანელოებში, რომლებმაც გადალახეს ბარიერი გადავიდნენ მეორე ეტაპზე, ხდება მითითებული რეკომენდაციების ასახვა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდება იმის განხილვა, რამდენად არის გავლილი რეკომენდაციები. შინაარსი ფასდება კრიტერიუმებით, რამდენად შეესაბამება „ეროვნულ სასწავლო გეგმას“, რამდენად ითვალისწინებს ასაკობრივ სპეციფიკას, რამდენად გადის იმ შედეგებზე, რომელიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით, ანუ ბევრი  კრიტერიუმია. ჯერ კრიტერიუმების ცხრილი უნდა წაიკითხოს ადამიანმა, იმისთვის რომ სახელმძღვანელოზე შეძლოს კრიტერიუმების მიხედვით აზრის გამოხატვა და შემდეგ უკვე უნდა თქვას, რომ ეს არის ამ კომპონენტში კარგი, ცუდი ან ყველა კომპონენტში ცუდია და ამას სჭირდება  შესაბამისი არგუმენტები.  კიდევ ერთხელ ვამბობ რომ, როცა შეფასება ხდება ასე, რომ სახელმძღვანელო ზოგადად არ ვარგა,  ეს არ არის ის შეფასება, რომელსაც მე პირადად ვუსმენ. მე ვუსმენ კომპეტენტურ შეფასებებს და ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენთვის წიგნების ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც თემურ მურღულია ამბობს, მისი მიზანია, 15 სექტემბერს I-VI კლასის მოსწავლეებს წიგნები მაგიდაზე ჰქონდეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კალაძე: 40 წლისა ვარ და მარიხუანა არ მომიწევია
Next post ცოლმა ქმრის საყვარელი აეროპორტში თმით ითრია. ვიდეო