მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 28 Second

სინოპტიკოსები 1-ელ მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, +5 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდშიც, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 იქნება. სოხუმში წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს, ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია თოვლი.

გორში დღისით +8 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალში. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. თოვლია ომალოშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1 გრადუსი იქნება, ღამე კი -11 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ თელავში, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +9 და წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი. თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები