რესან კონცელიძე: ჩემი მიზნებისა და გეგმების უდიდესი შემადგენელი სწორედ ბათუმელები და მათი თანადგომაა

Read Time:30 Second

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

როგორც, რესან კონცელიძემ აღნიშნა, შეხვედრა ამომრჩევლებთან განსაკუთრებულად საინტერესო და ემოციური იყო, რომელიც ბათუმის ისტორიულ უბანში, ძველ ბათუმში გაიმართა. მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, მისი ერთ-ერთი უპირველესი  გზავნილი ამ უბნის მოსახლეობასთან, სწორედ ქალაქის ძველი, კოლორიტული იერსახის შენარჩუნებაა.

„სწორედ ეს არის ჩემი გზავნილი ამომრჩევლისადმი,  სწორედ ამ სათქმელით მოვედი დღეს, ჩვენი ქალაქის კარიბჭესთან – ძველ ბათუმში. ქალაქის ამ ნაწილის მოსახლეობასთან საოცრად თბილმა შეხვედრამ კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი მიზნებისა და გეგმების უდიდესი შემადგენელი სწორედ ბათუმელები და მათი თანადგომაა“- აღნიშნა რესან კონცელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Freedom House: ინტერნეტ-თავისუფლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით საქართველო გლობალურ რეიტინგში დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია
Next post გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაბა მესტიის მოსახლეობას შეხვდა