რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

Read Time:45 Second

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მაჟორიტარი კანდიდატები, მაცხოვრის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, წირვა-ლოცვასა და შეწირვის ე.წ. „მატაღის“ რიტუალს დაესწრნენ.

სომხურ სათვისტომოსთან შეხვედრაზე კანდიდატებმა საკუთარი ხედვა წარმოადგინეს ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან მიმართებაში. საუბარი შეეხო, გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქ.ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლაში არსებული სომხურ-ქართული კლასის მნიშვნელობაზე, სადაც პირველი კლასის მოსწავლეები ეუფლებიან  ქართული ენის პარალელურად სომხურ ენასა და ლიტერატურას, რომელიც რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორს წარმოადგენს.

„აღსანიშნავია, რომ, პირველ რიგში, ჩვენს ქალაქში სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს, რათა ბათუმში მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ, მიუხედავად განსხვავებული ეთნიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა თავი იგრძნოს ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების მიერ დამკვიდრებული თანაცხოვრებისა და ღირსების წესების მიხედვით. აჭარაში მცხოვრები სომხური სათვისტომო ჩვენი მოძმე ერია. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ვუდგავართ და ეს ურთიერთობა გაგრძელდება მომავალშიც“- განაცხადა რესან კონცელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე კახეთში მხარდამჭერებს შეხვდა
Next post კახა კალაძე – სრული მზადყოფნაა, რომ თბილისში ბავშვები ბაღებში მივიდნენ, ხვალ მხოლოდ რამდენიმე ბაღი არ გაიხსნება და მშობლები გაფრთხილებული არიან