რესან კონცელიძე ბათუმელ მოქანდაკეს, დავით ბოლქვაძეს შეხვდა

Read Time:30 Second

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, დამსახურებულ ბათუმელ ხელოვანსა და მოქანდაკეს დავით ბოლქვაძეს შეხვდა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, ინდივიდუალურ და თემატურ შეხვედრებს მართავს.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, ინდივიდუალურ და თემატურ შეხვედრებს ვმართავ. შეხვედრიდან შეხვედრამდე კი დროს საინტერესო ადამიანებთან სტუმრობას ვუთმობ. მამა-შვილის, დავითისა და ბექას სახელოსნო, სწორედ ის სივრცეა, სადაც ვისიამოვნე არაჩვეულებრივი ნამუშევრებით. აქ თავმოყრილია, როგორც თემატური ნამუშევრები, ასევე პორტრეტები და ქანდაკებების ესკიზები. ბედნიერი ვარ, რომ ბათუმს ასეთი ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანები ჰყავს“, – განაცხადა რესან კონცელიძემ.

დავით ბოლქვაძის საპარკო ქანდაკებები მრავლად ამშვენებს ბათუმის სხვადასხვა ადგილს, რაც ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: თბილისმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან და ფონდი „ქართუსგან“
Next post მაია ცქიტიშვილი: მიხეილ სააკაშვილი წარსულია და მას ჩადენილი დანაშაულების გამო სასჯელი ელოდება