მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 33 Second

დღეს ბევრი მშობელი ჩივის, რომ მის შვილს კითხვა არ უყვარს. საკუთარი ბავშვობის გახსენებისას, ჩვენ „გვშურს“ ამჟამად არსებული წიგნების მრავალფეროვნების და ვღიზიანდებით, რომ ჩვენ შვილებს ეს გასაოცარი სამყარო არ აინტერესებთ. თუმცა ბავშვების მიერ კითხვის ასეთი უგულებელყოფა უინტერესობით ან სიზარმაცით შეიძლება, არც იყოს გამოწვეული.  ეს ვატერლოოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ბავშვების უმრავლესობას ბინოკულიარული მხედველობის პრობლემა აქვს. მოდით გავერკვიოთ რა არის ეს.

აღმოჩნდა, რომ დაწყებით კლასებში კითხვა ბინოკულიარულ მხედველობასთან პირდაპირ კავშირშია. ამასთან, სტანდარტულმა სასკოლო ტესტებმა შეიძლება ამის გამოვლენა ვერ შეძლონ. 100-ზე მეტი ბავშვის სამედიცინო ბარათის შესწავლის შემდეგ კანადელმა მეცნიერებმა რამდენიმე ტესტიც ჩაატარეს.

აღმოჩნდა, რომ ბავშვების თითქმის 40%-ს ბინოკულიარული მხედველობის პრობლემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ობიექტზე ორივე თვალით ერთნაირი კონცენტრაცია არ შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ამ ბავშვების ¾-ს კითხვის პრობლემა ჰქონდა. მეცნიერები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში ამ პრობლემების გამოვლენა შეუძლებელია. ამისათვის სპეციალური მოწყობილობა და ოჯახის ექიმის მიმართვაა საჭირო.

მშობლებს, რომლებმაც თავიანთ შვილებთან ეს პრობლემა გამოავლინეს, სპეციალისტები რჩევას აძლევენ: კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკის ეს მეთოდები ყველა ოჯახში დაინერგება. მაგალითისათვის მშობლემა პატარას თვალის უფრო ხშირად დახამხამება 2 წლიდან უნდა ასწავლონ. ამ ასაკის ბავშვები არ კითხულობენ, თუმცა რქოვანას არასაკმარის დატენიანებას მხედველობის დარღვევასთან მივყავართ.

ასევე ექიმები ურჩევენ მშობლებს, ბავშვებს მოძრავი საგნების გამოყენებით ეთამაშონ. ეს შეიძლება იყოს მანქანა, მატარებელი, დასაქოქო სათამაშოები, ბურთი . . . ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ბავშვმა საგანს შორიდან ახლო მანძილამდე უყუროს.

რაც შეეხება ტელევიზორსა და სხვა მონიტორებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ოპტიმალური დაშორება 3 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ოთახის განათება კი მაქსიმალურად ბუნებრივი უნდა იყოს. ანუ, თუ თქვენ მულტფლმებს უყურებთ, მაშინ ამის გაკეთება დღის პრველ ნახევარში ჯობს, მანამ სანამ ხელოვნური განათების გამოყენების აუცილებლობა არ დგება.

ბოლო რეკომენდაცია კი ბავშვების სწორ კვებას ეხება. მათ რაციონში A, C და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტები უნდა შედიოდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები