რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, პირბადე გამოიყენოს – ამირან გამყრელიძის განმარტება

Read Time:1 Minute, 53 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთობლივად – სახელმწიფომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცნტრმა მოამზადა ყველა ღონისძიება, რათა ეროვნული გამოცდების პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდაზე, ან შესაძლო შემთხვევა და ინფექცია არ გავრცელდეს.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა აბიტურიენტებს, რომ თუ მათ წინა დღეებში რესპირატორული სიმპტომები გამოუვლინდებათ, კვლევა ჩაიტარონ.

„დალაგებულია მთელი სისტემა, რომელიც გამოქვეყნებულია და გამოქვეყნდება კიდევ. მარტივად გეტყვით, ვისაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რესპირაციული სიმპტომები, თავისი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მივიდეს შესაბამის ცენტგრებში, სადაც ხდება ნაცხის აღება. აუცილებლად  უნდა გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი. 40-მდე მეტი ადგილია ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ ნაცხის აღება და პასუხის  მიხედვით წარდგნენ საგამოცდო კომისიის წინაშე“, – განაცხდა გამყრელიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა გამოცდის პერიოდში კონდიცირებისა და პირბადეების გამოყენების საკითხზე.

გამყრელიძის თქმით, ღია ფანჯრის პირობებში კონდიციონერის ჩართვისას ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, თუ რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, ეროვნულ გამოცდებზე პირბადე გამოიყენოს.

„დაახლოებით, ორი თვეა, შექმნილია ერთობლივი ჯგუფი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, სადაც დაავსდებათა კონტროლის ცენტრი თავისთავად მონაწილეობდა. ყველაზე დიდი კამათი იყო ორ საკითზე  – გამოცდებზე ვენტილაციის შესაბამის პირობებზე და პირბადის ხმარების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამცავის და პრევენციული საშუალების გამოყენების წესზე.

ამასთან დაკავშირებით იცით, რომ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო რეკომენდაციებით, უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ფანჯრები ოთახში ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, მინიმალურია საფრთხე ინფექციის გავრცელებისა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ეკეთოთ პირბადე. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს ჰქონდათ გარკვეული წუხილი, და დაგეთანხმებით, რომ პირბადე არის გარკვეულად შემწაუხებელი, დისკომფორტი  და მათი აზროვნების კონცენტრაცია ამ დროს შეიძლება, გაიფანტოს.

პირბადის გამოყენება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში ყველგან, მათ შორის აბიტურიენტიც უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტირებისას, მხედველობაში მაქვს, როცა აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, საუბრობენ, აუცულებელია, აბიტურიენტებს და ყველა იქ დამსწრე ადამიანს ჰქონდეს პირბადე.

მაგიდები არის უფრო მეჩხერად, წელს განახევრებულია, მაგიდებს შორის მარცხნივ და მარჯვნივ არის მინიმუმ ორი მეტრი დისტანცია, წინ და უკან დაახლოებით, ერთი მეტრი, არის ე.წ. დეზობარიერი. ანუ, სრულად დაცულია წინ დ აუკან, ასევე გვერდზე მჯდომი ადამიანი.

მაგიდასთან დაჯდომის დროს, ვუშვებთ, რომ აბიტურიენტს თუ არ უნდა პირბადის ტარება, მოიხსნას წერის დროს, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებლია, ესაუბროს მას პირბადით. თუ უნდა ტუალეტში გასვლა, აუცილებელია, გავიდეს პირბადით, როცა დაამთავრებს, ნაწერის ჩასაბარებლად აუცილებელია, იყოს პირბადით. ანუ, მხოლოდ მაგიდასთან მუშაობის პროცესში, თუ აწუხებს პირბადე, რეკომენდირებულია, მოიხსნას, ამისთვის მას არავინ დასჯის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი უნდა იყოს
Next post ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროგრამა გაგრძელდება