რა უნდა ვიცოდეთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით

Read Time:37 Second

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას რამდენიმე ინფორმაციას უზიარებს.

„1. პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან თითქმის სრული კონსენსუსით გატარდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, რომელიც არ ტოვებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ხელოვნურად გაჩენის შესაძლებლობას
2. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდა 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, სადაც თითო პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს.
3. მოხდება შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის (დაახლოებით 370 უბანი) ავტომატური გადათვლა, რაც არის შესაძლო მანიპულაციის პრევენციის და კონტროლის უპრეცედენტო ინსტრუმენტი.
4. მოხდება ბიულეტენების დათვლის ვიდეოფიქსაცია და ყველა ვიდეოს ინტერნეტში ღია წვდომისთვის განთავსება. შესაბამისად ყველას ექნება ნებისმიერი უბნის ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით ულიმიტოდ გადათვლის საშუალება.
5. შეიქმნა საჩივრების ელექტრონული პლატფორმა. ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი იქნება საჩივრის შეუფერხებლად წარდგენა.
6. უბნების ნაწილში მოხდება ბიულეტენების ელექტრონული მთვლელის პილოტირება“, – წერს გიორგი ვოლსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: აჟიტირებულები არიან, თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო – უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგრძლივი კამპანიის აწყობას
Next post ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის მოსახლეობას შეხვდა