რა საჩუქარი გამოუგზავნა შვილს ემიგრანტმა დედამ, რომელიც დღეს იტალიაში გარდაიცვალა

Read Time:48 Second

შოთო სიხარულიძის  ამაღელვებელი პოსტი, რომელიც იტალიაში გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალის შვილს მოიძღვნა.

„უკვე გარდაცვლილი ემიგრანტი დედისგან შენს პატარა შვილს თამარ იტალიიდან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა,  მან ხომ არ იცის რომ დედა გარდაიცვალა… არადა როგორ გიხაროდა და როგორ უხაროდა შაბათი დღის მოსვლა….. საშინელებაა მონატრებულ დედას რომ ვეღარ ჩაეხუტება და გულში ჩაიკრავს….. რა უსამართლო და სასტიკია ცხოვრება,  36 წლის ახალგაზრდა ემიგრანტი დედა რომლის გულმა ვეღარ გაუძლო ოჯახის და შვილის მონატრებას…. 
შენ ეხლა გაკლია დედის სითბო და ალერსი. შენს დაბადებას ელოდა დედაშენი, უხაროდა რომ შვილი მეყოლებაო, გაგაჩინა შენ, თვითონ კი საზღვარგარეთ ავად გახდა…. დედის ალერსს და სითბოს ვერავინ შეცვლის. შენი დედიკო ზეციდან მოგილოცავს დაბადების დღეს, ჩაგეხუტება და მოგეფერება სიზმრებში… 
შენ ხომ ღმერთის მოვლენილი ხარ და ღმერთი და დედა ზეციდან არასოდეს არ მიგატოვებს…
უფალი გფარავდეს. გაიზარდე დიდი, და ჯანმრთელი…..
(დედას პირველად ჰქონდა მარტში დაბადების დღე შენს გარეშე და შენ აპრილში პირველად დედის გარეშე…..)

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს თამარ დარჩიას ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფრენამდე, ბარგთან ერთად, მგზავრის აწონვაც იგეგმება
Next post “ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მითქვამს” – კობახიძე ბილწსიტყვაობას უარყოფს