რა საფრთხეს უქმნის სმარტფონი ბავშვებს

Read Time:34 Second

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც ძილის წინ სმარტფონს იყენებენ, გამოუძინებლობისა და გასუქების რისკი იზრდება. გარდა ამისა, ძლიერდება შფოთვა. ამის შესახებ MedicalXpress-ი წერს.

სპეციალისტებმა 11-12 წლის ასაკის 6616 მოზარდის გამოკვლევების შედეგები შეისწავლეს. ბავშვების 70%-ზე მეტმა თქვა, რომ ძილამდე არანაკლებ 1 საათის განმავლობაში სმარტფონს ამ სხვა მოწყობილობას იყენებდნენ.

გარდა ამისა, მათ ეკითხებოდნენ ამ პერიოდში ოთახში განათების პირობებს, ძილის საათებსა და უჭირთ თუ არა ჩაძინება.

აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც იყენებდნენ სმარტფონს ან უყურებდნენ ტელევიზორს განათებულ ოთახში, 31%-ით ხშირად ცუდად ეძინათ.

ხოლო იმ ბავშვებში, რომლებიც იმავეს უკვე ბნელ ოთახში აკეთებდნენ, ძილის დარღვევის შესაძლებლობა 147%-ით იზრდებოდა.

სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ არასაკმარისი ძილი დაკავშირებულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან, დეპრესიასთან, შფოთვასა და წონაში მატებასთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, აქტიურად ვიმუშაოთ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელიც კორუფციის კუთხით არსებობს
Next post ფშაველი მელია, რომელიც საღამოობით დუქანში ვახშმობს, სოცქსელის ვარსკვლავი გახდა