მარტი 29, 2024
0 0
Read Time:40 Second

100 წელზე მეტია, საქართველო-აზერბაიჯანის დასაზუსტებელ მონაკვეთზე, საზღვრის გამიჯვნის საკითხი ისე ვერ მოგვარდა, რომ ორივე მხარე ამით კმაყოფილი დარჩენილიყო.

„იმედის კვირამ“ კიდევ ერთხელ ჩაატარა ერთგვარი მოკვლევა, თუ როგორ გაჩნდა ამ კონკრეტულ პერიმეტრზე საზღვართან დაკავშირებული პრობლემა, რა პერსპექტივები არსებობს და არსებობდა გონივრული და ორივე სახელმწიფოსთვის მისაღები შეთანხმების მისაღწევად.

ისტორიული მასალების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის საზღვარი, მრავალწლიანი ცვლილებებისა და მოთხოვნების შემდეგ, მეოცე საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს გაიმიჯნა, თუმცა არც მაშინ მიღებულა საბოლოო გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანი ცვლილებები, ორი ქვეყნის სადემარკაციო ზოლის დასადგენად, შემდგომ წლებშიც გაგრძელდა.

ბუნებრივია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც საკითხი აქტუალური იყო. 1996 წელს კი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივმა სამთავრობოთაშორისო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და შეთანხმდა – საზღვრის დასაზუსტებლად უნდა ეხელმძღვანელა 1938 წელს გამოცემული რუკის მიხედვით.

„იმედის კვირამ“ აღნიშნული რუკა მოიძია.

რატომ ვერ ან არ მოიძია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ რუკა დავით გარეჯის კუთვნილების საკითხის გასარკვევად, ამას სიუჟეტში ნახავთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები