მარტი 29, 2024
0 0
Read Time:31 Second

სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს – კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან – წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და 14 ოქტომბრის აქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„14 ოქტომბერი, თავისუფლების მოედანი, 19:45 PM აქცია დასრულებული იყოო, ვერ იტყვიან, ელვის სისწრაფით კი დაიშალნენ, მაგრამ ჯერ სიძულვილის ენაში ეჯიბრებიან ერთმანეთს;
აქციის დაწყებამდე არისო, ვერც ამას იტყვიან, ღამეა აშკარად;
სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს – კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან;
ტყუილებზე გაქვთ ყველაფერი აგებულიო, კადრებიც კი, ეტყვი და სწყინთ.
P.S. აქციაზე რაოდენობა კი არ არის მნიშვნელოვანი, პრინციპებია! მაგრამ როცა არც ერთია და არც მეორე, ეგ არის განაჩენი“, – წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ის გვერდზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები